“Konatk”-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია - ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება :
- საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად;
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა , დაარქივება და კონტროლი;
- საბანკო გადარიცხვების შესრულება;
- დებიტო-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
- კონტრაგენტებთან შედარება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
ჩვენს გუნდში ვეძებთ ბუღალტერს,რომელსაც აქვს:
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
- 1C/Balance პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- მინიმუმ ერთ წლიანი სამოშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო და მასალების სათარგმნ დონეზე);
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პროექტების მართვის უნარი.
რატომ უნდა შემოგვიერთდე?
- გრაფიკი:09:00-18:00, შაბათი და კვირა დასვენება ;
- ანაზღაურება: კანდიდატთან შეთანხმებით;
- ჯანმრთელობა:კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
- აქტიურიცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- მეტიდასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
- განვითარება:კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.