ჩვენ შესახებ

შექმენი შენი კარიერული ისტორია Kontakt-თან ერთად

Kontakt  ციფრული ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი საცალო ქსელია საქართველოში.

2021 წლიდან ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო გამოცდილება, ხოლო ჩვენი გუნდის წევრებს -განვითარებისა და წინსვლის უსაზღვრო შესაძლებლობები .ჩვენ ვფართოვდებით როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებსა და მასშტაბურ კარიერულ პერსპექტივებს .

ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ღირებულება ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ადამიანური რესურსების მართვის საუკეთესო პრაქტიკებს, სწავლებასა და განვითარებას. ჩვენთან დაგხვდებათ სტრუქტურირებული ტრენინგ-პროგრამები, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, აიმაღლოს კვალიფიკაცია, ისწავლოს საუკეთესო პროფესიონალებისგან და გაიაროს გზა დამწყები სპეციალისტიდან წამყვან მენეჯერულ პოზიციამდე.

ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ყოველი სამუშაო დღე ახალი გამოცდილების, ცვლილებების მართვისა და წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.