შენი მისია კომპანიაში: როგორც გაყიდვების კონსულტანტი, შენ იქნები ჩვენი მომხმარებლების მთავარი მრჩეველი, დაეხმარები მათ საუკეთესო ტექნიკის შერჩევაში და შექმნი მომსახურების მაღალ სტანდარტს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა და საჭიროებების დადგენა;
- ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
- სექციის ვიზუალური მოწესრიგება;
- სასაქონლო მარაგების მართვა: პროდუქციის დახლზე გადანაწილება, განახლება და შევსება;
- მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და მენეჯერთან რეპორტინგი;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ფლობ უცხო ენებს (ინგლისური, თურქული ან რუსული) საკომუნიკაციო დონეზე;
- ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გაქვს განვითარების სურვილი;
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
- გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);;
- ანაზღაურება: საშუალოდ 1400 ლარიდან 3000 ლარამდე და მეტი;
- ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
- აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
- განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
გისურვებთ წარმატებას!