გაყიდვების კონსულტანტი
29-10-2026 - 30-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შენი მისია კომპანიაში: როგორც გაყიდვების კონსულტანტი, შენ იქნები ჩვენი მომხმარებლების მთავარი მრჩეველი, დაეხმარები მათ საუკეთესო ტექნიკის შერჩევაში და შექმნი მომსახურების მაღალ სტანდარტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა და საჭიროებების დადგენა;
  • ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
  • სექციის ვიზუალური მოწესრიგება;
  • სასაქონლო მარაგების მართვა: პროდუქციის დახლზე გადანაწილება, განახლება და შევსება;
  • მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და მენეჯერთან რეპორტინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ფლობ უცხო ენებს (ინგლისური, თურქული ან რუსული) საკომუნიკაციო დონეზე;
  • ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გაქვს განვითარების სურვილი;

რატომ უნდა შემოგვიერთდე?  ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

  • გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);;
  • ანაზღაურება: საშუალოდ 1400 ლარიდან 3000 ლარამდე და მეტი;
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
  • აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!