საწყობის მენეჯერი
18-11-2026 - 19-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • საქონლის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების სრული კონტროლი და მართვა;

  • სასაქონლო მარაგების აღრიცხვა, მონიტორინგი და პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;

  • სასაწყობე დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება და პროგრამული ასახვა;

  • საწყობის პერსონალის სამუშაო პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;

  • ლოგისტიკისა და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო კომუნიკაცია შეკვეთების დროული მომზადების მიზნით;

  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს საწყობის მენეჯერის ან სასაწყობე მეურნეობის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს სააღრიცხვო პროგრამებთან და MS Office-თან (განსაკუთრებით Excel-თან) მუშაობის გამოცდილება;

  • ფლობ გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარს;

  • ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გაქვს განვითარების სურვილი;

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

  • გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);

  • ანაზღაურება: 1800 ლარი;

  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);

  • აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;

  • მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;

  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!