გრაფიკული დიზაინერი
02-11-2026 - 03-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

“Kontak”-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია - ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების დიზაინის შემუშავება სოციალური მედიისა და ვებპლატფორმისთვის;
  • აქციაში მყოფი პროდუქციის სარეკლამო ვიზუალური შეთავაზებების დამუშავება;
  • ფილიალებისთვის სხვადასხვა ზომისა და ფორმის საბეჭდი (პოლიგრაფიული) მასალების მომზადება;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად მომავალი სარეკლამო კამპანიებისა და იდეების გენერირება და შემუშავება;
  • პარტნიორი ბრენდების სარეკლამო მასალების ადაპტაცია და დამუშავება.

���� საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის სამუშაო პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
  • სასურველია ვიდეომონტაჟისა და ანიმაციის პროგრამების საბაზისო ცოდნა (Adobe After Effects, Adobe Premiere);
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

 

რატომ უნდა შემოგვიერთდე?  :

  • გრაფიკი: 10:00-19:00, შაბათ და კვირა დასვენება;
  • ანაზღაურება: კანდიდატთან შეთანხმებით;
  • ჯანმრთელობა : კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
  • აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!